გიორგი ამილახვარი - კარგი იქნებოდა, ვითომ სითამამე გახარიას მაშინ გამოევლინა, როცა მელიას დაპატიმრების საკითხი წყდებოდა, მანდ დავინახეთ, ვინ არის ვაჟკაცი
გიორგი გახარიამ პოლიტიკური სითამამე თავისთვის შეინახოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, გახარიას სითამამე მაშინ გამოევლინა, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი წყდებოდა.
„გიორგი გახარიამ პოლიტიკური სითამამე თავისთვის შეინახოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. შესაბამისად, თუ რაიმე ფორმით გამოვლინდა – იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, თუ გახარიას პარტიის წევრი, შესაძლოა, ბრალეულობა ჰქონდეს რაიმე ფორმით, თეორიულად ავთენტური ჩანაწერების ჩაწერასა და გამოქვეყნებაში, კანონის წინაშე ნებისმიერი პირი იქნება პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ, ეს ხელების ბაკუნი და ვითომ სითამამე კარგი იქნებოდა, გახარიას მაშინ გამოევლინა, როცა ნიკანორ მელიას დაპატიმრების საკითხი წყდებოდა. მანდ დავინახეთ, ვინ არის ვაჟკაცი და თამამი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.