გიორგი ამილახვარი - არც ერთი ბავშვი არ არის ღია ცის ქვეშ, ყველა მოსწავლე გადანაწილებულია უახლოეს სკოლებში, სიცრუეა, თითქოს სასწავლო წელს გარეთ ხვდებიან
არც ერთი ბავშვი არ არის ღია ცის ქვეშ, ყველა მოსწავლე გადანაწილებულია უახლოეს სკოლებში, სიცრუეა, თითქოს სასწავლო წელს გარეთ ხვდებიან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ამილახვარის თქმით, არ გაურბიან არც პრობლემას და არც პასუხისმგებლობას.
„არც ერთი ბავშვი არ არის დღეს ღია ცის ქვეშ, ყველა გადანაწილებულია უახლოეს სკოლებში და უზრუნველყოფილია ყველა სერვისი, რაც სჭირდებათ საგანმანათლებლო რესურსების პარალელურად, იგივე სატრანსპორტო მომსახურება. რამდენ ბრუნვაშიც არ უნდა ვაბრუნოთ კითხვა, ერთ დღეში და ერთ კვირაში სკოლა ვერ აშენდება. სიცრუეა იმის წარმოჩენა, თითქოს სასწავლო წელს ბავშვები გარეთ ხვდებიან“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.