გიორგი ამილახვარი - აგვისტოს ომზე ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის სააკაშვილის გუნდმა საქართველოს რატომ დააბრალა ომის დაწყება
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის სააკაშვილის გუნდმა საქართველოს რატომ დააბრალა ომის დაწყება.
გიორგი ამილახვარი გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა: რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“
„მიხეილ სააკაშვილი რომ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და არის რისკი, საშიშროება, გარკვეულ ეტაპზე მან ლაპარაკი დაიწყოს, ბუნებრივია, ალბათ აშფოთებთ იმ ძალებს, ვისი მხარდაჭერითაც ის საქართველოში შემოვიდა. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომზე ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის იმაზე, სააკაშვილის გუნდმა რატომ დაუჭირა მხარი და საქართველოს დააბრალა ომის დაწყება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.