გიორგაძის გუნდი უკრაინის პრემიერლიგიდან მოკვეთეს
გიორგაძის გუნდი უკრაინის პრემიერლიგიდან მოკვეთეს
უკრაინის ჩემპიონატი ლვოვის „კარპატის“ გარეშე დასრულდება. ეს გადაწყვეტილება უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
 
საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ლვოვის „კარპატი“ უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებიდან გარიცხა. გუნდში არსებული ვითარებისა და დარღვევების საფუძველზე, საპროცესო რეგლამენტის მე-9 მუხლის მიხედვით, მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
„ლვოვის „კარპატს“ „მარიუპოლთან“ ჩაეთვალა ტექნიკური დამარცხება ანგარიშით – 0:3, რადგან ლვოველები 24-ე ტურის მატჩში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ. ეს „კარპატმა“ 2019/2020 სეზონში მეორედ გააკეთა და უკრაინის პრემიერლიგიდან გაირიცხა“, – წერია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის განცახდებაში.
ლვოვის „კარპატში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი, ანდრო გიორგაძე თამაშობს – მან მიმდინარე სეზონში გუნდის ფორმით ექვსი მატჩი ჩაატარა.