გიორგი მიქაუტაძე - თანამედროვე ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად ვითარდება და მოსამართლეები უნდა აყვნენ განვითარების ტემპს
თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას სექტემბრიდან დაახლოებით 250 საქმე გადაეცა განსახილველად. დღეის მდგომარეობით კი, ეს რიცხვი განახევრებულია. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ “საქართველოს ბიზნესასოციაციის” წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პრიოროტეტული მიმართულებაა სასამართლოში გადატვირთულობის მოხსნა და ამ დაგროვილი საქმეების სწრაფად განსახილველი ცვლილებების მიღება საკანონმდებლო დონეზე.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის შეკრების შემდეგ რამდენიმე თვის წინ პირველი პრობლემა, რისი იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ იყო სწორედ ის, რომ მოვუსმინეთ ბიზნესმენებს, გავიგეთ რა პრობლემები აქვთ სასამართლოში, გაჭიანურებული საქმეები, რომელთა განხილვა დროში იწელება და ეს უარყოფითად მოქმედებს ბიზნესგარემოზე. სწორედ აქედანაა განპირობებული, რომ დღეს ვხვდებით ბიზნესასოციაციას, რათა უკეთ მოვისმინოთ მათი პრობლემები და ერთად შევძლოთ გამოსავლის ძიება. პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ნაბიჯი რაც გადადგა, იყო კომერციული დავების მიმართულებით ვიწრო სპეციალიზაციის შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სადაც დღეის მდგომარეობით 5 მოსამართლე ახორციელებს საქმიანობას. ამ ვიწრო სპეციალიზაციას გადაეცა განსახილველად დაახლოებით, 250-მდე საქმე საწყის ეტაპზე, ეს იყოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების დავის საგნით სარჩელები, დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი განახევრებულია. საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმიანობას შეუდგნენ სექტემბრიდან ეს ახალი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები. ეს იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით. მოვუსმენთ ბიზნესმენებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან.ლ რეფოერმის მე-4 ტალღის ფარგლებში და ერთ-ერთი პრიოროტეტული მიმართულება აქაც არის გადატვირთულობის მოხსნა სასამართლოში და ამ დგროვილი საქმეების სწრაფად განსახილველი ცვლილებების მიღება საკანონმდებლო დონეზე”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, თანამედროვე ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად ვითარდება და მოსამართლეები უნდა აყვნენ განვითარების ტემპს.
“ვფიქრობთ, რომ ვიწრო სპეციალიზაცია, სადაც დღესდღეობით 5 მოსამართლეა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად შევძლოთ სწორი ტრენინგების და გადამზადების კურსის დაგეგმვა. დღესი მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ასეთ ტრენინგებს კომერციული დავების განმხილველი მოსამართლეებიათვის და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ უცხოეთში სწავლების კურსიც გაიარონ შესაბამისმა მოსამართლეებმა”, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დავის საგნის მქონე სარჩელები განიხილოს, განაპირობა იმან, რომ სასამართლოს რესურსები დღეის მდგომარეობით შეზღუდულია.
“ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, ასევე იცით, რომ არის ინფრასტრუქტურის პრობლემა, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეის მდგომარეობით აქვს სასამართლოს მომხმარებელს. მოსამართლეებს აქვთ დარბაზების ნაკლებობა, სამუშაო სივრცის ნაკლებობა და იცით, რომ თითო ახალი მოსამართლე ნიშნავს მინიმუმ ერთ მდივანს პლუს თანაშემწეს, მწერალ თანაშემწეს და მის აპარატს სრული შემადგენლობით. ეს არის განგრძობადი პროცესი. ჩვენ ინფრასტქრუქტურის მიმართულებითაც დაწუებული გვაქვს მუშაობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ეტაპზე დაემატება დამატებითი ფლიგელი. ვფიქრობ, გარკვეული დროის მონაკვეთში სრულად შევძლებთ ამ პრობლემების აღმოფხვრას. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება პასუხი გავცეთ კითხვას, თუ რამდენადაა მიზანაეწონილი ნახევარ მილიონიანი ბიჯის დაწესება ამ დავების მიმართ და შესაძლებელია ეს გადაიხედოს შესაბამისი რესურსების არსებობის შემთხვევაში”, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.