გიგი წერეთელი - სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, ყველაფერი დააბრალოს სხვას, ხელისუფლებას შეეძლო, გარკვეული კომპრომისები გაეკეთებინა
გიგი წერეთელი - სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, ყველაფერი დააბრალოს სხვას, ხელისუფლებას შეეძლო, გარკვეული კომპრომისები გაეკეთებინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, ირაკლი ღარიბაშივილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ უფლებას იტოვებს, ოპოზიციის ახირების განხილვაზე დრო არ დაკარგოს და მთლიანად ორიენტირებული იყოს რეალურ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს.

გიგი წერეთლის თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგრძელებს ჩვეულ ტრადიციას, ყველაფერი გადააბრალოს სხვას მაშინ, როდესაც სრულიად ნათელი იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო არ ჩაშლილიყო ეს მოლაპარაკება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ამ ტრადიციას, რომ ყველაფერი დააბრალოს სხვას, მაშინ, როდესაც სრულიად ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას შეეძლო არ ჩაშლილიყო ეს მოლაპარაკება და გარკვეული კომპრომისები გაეკეთებინათ. ნიშნავს ახირება? ახირება არის პოლიტიკური მარლთმსაჯულების დასრულება ან იგივე ახალ არჩევნებზე საუბარი, რომელმაც უნდა მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა? ასე გაგრძელება ამ ვითარების და ასეთ სტილში საუბარი, რომ ჩვენ არ ვილაპარაკებთ ამ ხალხთან და ვისაუბრებთ სხვებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს ამ კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას. ის კი საერთოდ გაუგებარია რას ნიშნავს, რომ ახლა ვიქნებით ფოკუსირებული ხალხის პრობლემებზე, აბა აქამდე რას აკეთებდა მთავრობა და საერთოდ რას უნდა აკეთებდეს, თუ ხალხის პრობლემებზე არ იქნება ფოკუსირებული, იმ ხალხის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს საქართველოში“, – განაცხადა წერეთელმა.