გიგი წერეთელი - პირად სენტიმენტებზე, ძველ საკითხებზე ახლა არ ვლაპარაკობთ, ახლა გვაქვს კონკრეტული ამოცანა, ოქტომბერში მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი, მეტი ოპოზიციური ხმა
მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველო“ გაიყო და პარტიის ერთმა ნაწილმა დატოვა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები ყველა პოტენციურ პარტნიორთან, ყველა შესაძლო კოალიციასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარია, ოქტომბერში მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი, მეტი ოპოზიციური ხმა იყოს.
„ეს არ არის პარტიის პარტიაში შესვლა ან პარტიების გაერთიანება, ეს არის კოალიცია, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები ერთად დგებიან ამ კონკრეტული არჩევნებისთვის. ეს იყო ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ვფიქრობ, რომ პირად სენტიმენტებზე, ძველ საკითხებზე ახლა არ ვლაპარაკობთ, ახლა გვაქვს კონკრეტული ამოცანა: ოქტომბერში მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი, მეტი ოპოზიციური ხმა, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი ამოცანა და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, აქ პარტიების გაერთიანება არ ხდება“, – განაცხადა წერეთელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ უერთდება.