გიგი წერეთელი ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000-ლარიანი ზღვარის 60 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს
გიგი წერეთელი ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000-ლარიანი ზღვარის 60 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000-ლარიანი ზღვარის 60 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

გიგი წერეთელმა შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

„ზღვარის გაზრდა ათასობით ადამიანს საშუალებას მისცემს, სამთავრობო ბეგარა შეუმცირდეთ და ამით იმ ზარალს დააბალანსებენ, რასაც გაუფასურებული ლარით, გაზრდილი საწარმოო ფასებითა და მაღალი ინფლაციით ნახულობენ“, – აღნიშნულია კანონპროექტში.