საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს. გადაწყვეტილება ბერლინში, საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე მიიღეს.
წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დროებით, 2017 წლის ნოემბრის შემდეგ იკავებდა. ყოფილი პრეზიდენტი კრისტენ მუტონენი მას შემდეგ, რაც მისი პარტია ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა.
„ამ მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის ყველაზე დიდი წარმატებაა“, – ნათქვამია„ევროპული საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც პარტიამ ბერლინში დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
გიგი წერეთელი აღნიშნულ თანამდებობას საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის სესიამდე დაიკავებს.