გიგი წერეთელი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღიად საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული უკუსვლა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღიად საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული უკუსვლა, – ამის შესახებ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, წლების განმავლობაში ორგანიზაცია ცდილობს, გაზარადოს თავისი ეფექტურობა.
„გასული ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ომები ამ ტერიტორიაზე, შეიარაღების კონტროლის რეჟიმის შემცირება და ოპოზიციური მოძრაობების სასტიკი რეპრესიები. შეიმჩნეოდა თავისუფალი აზრის და თავისუფალი მედიის პრობლემები, მზარდი არატოლერანტულობა და დისკრიმინაცია, ისევე როგორც ღრმა განსხვავებები ჩვენ საზოგადოებებს შორის. გაძლიერდნენ ტერორისტული ჯგუფები და მოხდა ტერორისტული თავდასხმები. ეს ბევრ შეკითხვას ბადებს. ეუთო-ს სტრუქტურები თავის საქმეს შესანიშნავად ახორციელებენ, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დაპირებები პრაქტიკაში გადავიტანოთ. ძალიან ლეგიტიმური კითხვაა-როგორც 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ პოლიტიკა და ქმედებები ყოველთვის თანხვედრაშია ეუთო-ს ვალდებულებებთან?, – განაცხადა გიგი წერეთელმა.