გიგი წერეთელი - ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური დაავადებათა კონტროლის სამსახური, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება
გიგი წერეთელი - ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური დაავადებათა კონტროლის სამსახური, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება

ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური დაავადებათა კონტროლის სამსახური და ასევე საქართველოში არის ძალიან სერიოზული ლაბორატორიული ცენტრი – ლუგარის ცენტრი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ბევრი სხვა საკითხი, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა, საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, არის შეშფოთება, არ მინდა ვთქვა, რომ პანიკაა, რადგან ყველაზე ცუდი რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს, ეს არის გადამეტებული რეაქციები“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა ძალიან აქტიური მოქმედება, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

„უპირველეს ყოვლის მნიშვნელოვანი ინფორმაციული ნაკადი უნდა მიეწოდებოდეს ჩვენს მოსახლეობას. რაც შეეხება მიმოსვლას, საზღვრების კონტროლს და ა.შ., რა თქმა უნდა, უნდა იყოს გონივრული გადაწყვეტილებები“, – განაცხდა გიგი წერეთელმა.