გიგი წერეთელი - აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებების საფრთხის ქვეშ დაყენება შეუძლია
გიგი წერეთელი - აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებების საფრთხის ქვეშ დაყენება შეუძლია

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებების საფრთხის ქვეშ დაყენება შეუძლია. ამის შესახებ საუბარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებაში.

მისი თქმით, ის ყურადღებით აკვირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოვლენების განვითარებას და ამის შესახებ საუბარი ჰქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან და შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან.

თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთა, ელჩ ანდრეი კასპრზიკთან საუბრის შემდეგ, გიორგი წერეთელმა შეშფოთება გამოხატა ბოლო დროინდელი შეიარაღებული შეტაკებების გამო, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

„ამ კვირის შეიარაღებული შეტაკებები სერიოზული ესკალაციაა კონფლიქტის და ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით მიმდინარეობს. მოვუწოდებ მხარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები დეესკალაციისთვის, მათ შორის არსებული პირდაპირი კომუნიკაციის არხები, ისევე როგორც კომუნიკაციის არაფორმალური არხები, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სთავაზობს“, – განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მინსკის პროცესს, მათ შორის თანათავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს და იხსენებს გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ბოლოდროინდელი მოწოდებას ცეცხლის გლობალური შეწყვეტასთან დაკავშირებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე.

„ახლა, სამწუხაროდ ჩვენ ვხედავ კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ღვივდება. ეს ქმნის უფრო რთულ პირობებს ჩვეულებრივი ხალხისთვის, რომლებიც სწორედ ისინი არიან ვინც, ომისგან ყველაზე ხშირად იტანჯებიან“, – აცხადებს წერეთელი.