„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა სოფელ ჭაქვინჯში მოსახლეობას შეხვდა. გიგი უგულავას თქმით, მათ კარდაკარის პრინციპით მოიარეს მთელი დღის განმავლობაში სოფელი და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნენ.
უგულავას განცხადებით, მოსახლეობა ამ პრობლემების მოგვარებასთან ერთად ითხოვს ცვლილებებს.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით.
„გარდა ადგილობრივი პრობლემებისა, რაც ალაგ-ალაგ დარჩენილია, გზა, წყალი, ამის მიღმა ყველ იძახის, რომ მთავარი ახლა არის ცვლილებები. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით. ამისთვის ემზადება ხალხი, ამისთვის ვემზადებით ჩვენ, „ევროპული საქართველო“. ამისთვის ვემზადები მე აქ პირადად, ზუგდიდში, რომ ერთადერთი უალტერნატივო გზა ხელისუფლების ცვლილების არის არჩევნები და თუ რაიმე სხვანაირად ხდება, ყოველთვის არის ხელისუფლების ბრალი. ეს არის დაუწერელი კანონი, ისტორიულად დადასტურებული. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ მოეპოტინება ძალაუფლებას. ისინი უნდა წავიდნენ, უნდა წავიდნენ არჩევნებით, უნდა წავიდნენ მშვიდად, ეს სჭირდება ქვეყანას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.