გიგი უგულავა - ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, ეს იქნება არა ბოიკოტი, არამედ ჩვეულებრივი შატალო
„რესპუბლიკური“ პარტია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში ვერ დავეხმარები. მე შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ ტესტი ბოიკოტის არ არის დღეს ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში. ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში ვერ დავეხმარები. მე შემიძლია ერთადერთი რამე ვთქვა, რომ ტესტი ბოიკოტის არ არის დღეს ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში. ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, რასაც ივანიშვილი პარლამენტს არქმევს. შესაბამისად ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
კითხვაზე „ხომ არ არის ოპოზიციაში დაპირისპირება“, უგულავამ განაცხადა, რაც ხდება, იმას დაპირისპირებას ვერ დაარქმევს.
„მე არ დავარქმევდი ამას დაპირისპირებას, დავარქმევდი კრისტალიზაციის პროცესს და ნახევრად ხუმრობითაც გეტყვით, რომ ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა და ვინც ამ მძიმე ხვედრს და როლს ძალიან უმადურს ისტორიულად თავის თავზე აიღებს, ეს მისი ჯვარია და თვითონ ატაროს“, – აღნიშნა უგულავამ.