გიგი უგულავა - უტიფარი და არაადეკვატურია პრეზიდენტი, რომელიც სამართალდამცველებს კანონიერების სადარაჯოზე მადლობას ეუბნება, მაშინ, როცა ერთი თვეა, მოსმენებთან დაკავშირებით ქვეყანა შოკშია და ერთი სიტყვა არ უთქვამს
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივეს საუბრობდა ჩემზეც, მაგრამ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მოუწია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს: „ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს“.
უგულავას თქმით, არაადეკვატურია პრეზიდენტი, რომელიც სამართალდამცველებს სამართლიანობის და კანონიერების სადარაჯოზე დღეს მადლობას ეუბნება, მაშინ როდესაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოსმენებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
„სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივეს საუბრობდა ჩემზეც, მაგრამ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მოუწია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა. უსინდისობაა, უტიფარია და არაადეკვატურია პრერზიდენტი, რომელიც სამართალდამცველებს სამართლიანობის და კანონიერების სადარაჯოზე მადლობას ეუბნება, მაშინ, როდესაც მთელი ერთი თვეა, მთელი ქვეყანა შოკშია, პირდაპირი მნიშვნელობით, საცერივით არის და მთელი უბედურება გამოვლინდა სუს-იდან, რომ მთელ საქართველოს უსმენენ, მასაც უსმენენ, პედაგოგებს უსმენენ, მღვდლებს უსმენენ, აღსარებას უსმენენ, ერთი სიტყვა არ უთქვამს ამ ადამიანს, ეს არის ფარისეველი, ჩვეულებრივი მარიონეტი და ახლა აკვარკვალებს რაღაცა ცრემლებს. სირცხვილია, მართლა სამარცხვინოა. ვინ თხოვა, მე არაფერი არ მითხოვია არც მისთვის, საერთაშორისო და ჩვენი საზოგადოების ზეწოლის შედეგი იყო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.