გიგი უგულავა - უკრაინაში ვიზიტის დროს ვნახე სააკაშვილი, თუმცა საქართველოს საკითხებზე, მით უმეტეს პარტიულზე, მასთან არ მისაუბრია
გიგი უგულავა - უკრაინაში ვიზიტის დროს ვნახე სააკაშვილი, თუმცა საქართველოს საკითხებზე, მით უმეტეს პარტიულზე, მასთან არ მისაუბრია

უკრაინაში ჩემი ხმაურიანი წასვლის (ხმაურიანის, რადგან ნახეთ, რომ ხელისუფლებამ ერთი დღე არ გამიშვა), ვიზიტის მიზანი იყო იმ ადამიანების ნახვა, რომლებსაც ზუსტად ერთი წლის წინ ჩემ გამო ციხეში რომ არ წასულიყვნენ, მოუწიათ ქვეყნის დატოვება. ამის გამო, ბუნებრივია, მაქვს დისკომფორტი, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტისას შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. როგორც უგულავა ამბობს, მასთან ძირითადად, უკრაინაზე ისაუბრა.

„სააკაშვილი ვნახე. დიდი საუბარი მასთან არ მქონია. უბრალოდ, გადავიკვეთეთ. ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე. საქართველოს საკითხებზე, მით უმეტეს პარტიულზე მასთან არ მისაუბრია. რადგან მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩეული ჰყავს თავმჯდომარე. თუ რამე მაქვს სათქმელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ურთიერთობა მაქვს. აქვე მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო. იმედია, ის ამ რეპრესიას გადაურჩება. თუ თქვენი პოზიცია იქნება, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბოკერიას დარჩეს პარტია, ეს შეიძლება თქვათ, მაგრამ ყველაზე დიდი აბსურდი და ბოდვა იქნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.