გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დაიკითხება
გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დაიკითხება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დაიკითხება.

ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი ინფორმაციით, დაკითხვაზე 10:00 საათზე მივა.

„ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე. იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლო“, – წერს უგულავა.

გიგი უგულავა დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბარა 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. თუმცა უგულავამ განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მივა და ყველა დეტალს მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოყვება.

ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლოში უკვე დაიკითხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.