გიგი უგულავა - სანამ „ქართული ოცნება“ გაწელავს უფლებამოსილების შეჩერების პროცესს, მით მეტი თანხა გამოიყოფა თქვენ მიერ თქვენსავე რეჟიმთან საბრძოლველად
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს მიმართა ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე.
გიგი უგულავას თქმით, მაქსიმალურად ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ამ ხელფასს გამოიყენებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს თანხა გადეცემა სამოქალაქო აქტივისტებს.
მისივე განცხადებით, რაც მეტად გაწელავს „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების პროცესს, მით მეტი თანხა გამოიყოფა ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად.
„რაც შეეხება მორიგ ბოდვას ხელფასებთან დაკავშირებით, დიახ, ჩემო ბატონო, ძვირფასო ირაკლი, მქსიმალურად ბევრი დეპუტატი ამ ხელფასს გამოიყენებს ივანიშილის რეჟიმთან ბრძოლაში. ეს იმას ნიშნვას, რომ სანამ „ქართული ოცნება“ გაწელავს უფლებამოსილების შეჩერების პროცესს, მით უფრო მეტი თანხა იქნება თქვენ მიერ გამოყოფილი თქვენსავე რეჟიმთან საბრძოლველად. აწი არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს, მალე დააკმაყოფილებს ამას, მალე დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ თქვენივე გამოყოფილი ფულით და პრემიებით თქვენვე დაემხობით“, – განაცხადა უგულავამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა.