გიგი უგულავა - სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც პრემიერის სავარძელი უჭირავს, საერთოდ გაგნებაში არ არის, რა არის ევროპული დემოკრატია
ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც პრემიერის სავარძელი უჭირავს, საერთოდ გაგნებაში არ არის, რა არის ევროპული დემოკრატია, მაგ კაცს ევროპა გონია, შოპიგზე რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით, პარკებით ჩავლენ, – ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, კეთილდღეობა იქმნება სწორედ რეგიონალიზმით.
მისი თქმით, საქართველო იქნება ძლიერი, როდესაც ფოთში იქნება ერთი პარტიის მერი, ზუგდიდში შეიძლება მეორე და ცენტრალური მთავრობა იყოს სხვა.
„ყველას ესმის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ შეიძლება იკამათო, მაგრამ ასეთ დროს შენი უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთო ის საქმე, რაც ამომრჩეველმა დაგავალა. სწორედ ეს ქმნის განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილი იმდენად უვიცია, რომ საქართველოს უახლოესი ისტორიაც არ იცის. არ იცის, მაგალითად 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თბილისში მაშინ მერი არ ირჩეოდა, მაგრამ საკრებულო იყო ოპოზიციური, მაშინ დაიძრა ბევრი სოციალური უფასო პროგრამა, მაშინ გამოჩნდა სტადიონები, რომლებმაც ახლა ასეთი სახე მიიღეს და ასე შედეგ. ამ უვიცმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, რომ 2013 წელს, მე ვიყავი ჯერ კიდევ მერი, თავად ხელისუფლებაში იყო და მთელი დღე და ღამე მე მებრძოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერიას მუშაობა არ შეუწყვეტია, პირიქით ბევრი პროექტი გაკეთდა. აი კიდევ ერთი მაგალითი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტლუ გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, რაც მთავარია, პრაქტიკულად ამით აშანტაჟებს ფოთელებს, ზუგდიდელებს თბილისელებს, რომ თქვენ თუ მე არ დამიჭერთ მხარს დაგსჯით. მინდა, ვუთხრა ყველას, რომ სასაცილოა ეს ადამიანი, მისი ნალაპარაკები სასაცილოა, ღარიბაშვილი ვერავის დასჯის. 30 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს დიდ ქალაქებში და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება შეიცვლება, ოღონდ შეიცვლება არა ერთი პარტიით, არამედ კოალიციით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.