გიგი უგულავა - სამოქმედო გეგმა არ იცვლება, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უცვლელია და აქციები, პიკეტები გაგრძელდება.
„ჩვენი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება მმართველ პარტიასთან დიალოგს, უგულავა ამბობს, რომ „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიყვებიან შეხვედრის დღის წესრიგს“.
„ჩვენ არ გვინდა, ზედმეტი მოლოდინი შევქმნათ საზოგადოებისთვის, რადგან ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ჭირვეულობს. ამ პროცესს საერთოდ მე დავარქმევდი ჭირვეულის მორჯულებას. მე მგონი, ივანიშვილს თავისი თავი ჩელენტანო ჰგონია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, როგორც გითხარით, ჩვენ წინადადებები შეთავაზებული გვაქვს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზემოქმედებით, „ქართული ოცნება“ დათანხმდა, რომ განიხილოს ეს წინადადებები და მოვიდეს შემხვედრი პასუხებით“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.