გიგი უგულავა - რიგგარეშე არჩევნების საკითხს „ოცნებას“ არავინ ეკითხება, რიგგარეშე არჩევნები თავისით მომწიფდება
მე გამიკვირდებოდა, რომ „ოცნებას“ არ გამოერიცხა რიგგარეშე არჩევნები. ეს არის მათი ტაქტიკის საკითხი, იმიტომ, რომ რიგგარეშე საკითხზე როგორც კი დაიწყებს „ოცნება“ საუბარს, მისი ადმინისტრაციული რესურსი დაიშლება მარტივ მამრავლებად. ამიტომ მიმართავენ ამ ტყუილს, ფანდს. 10 წელია უკვე ეს ხალხი მიმართავს ამას, – ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები მოსახლეობას სურს.
„ოცნებას“ არავინ ეკითხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს. რიგგარეშე არჩევნები თავისით მომწიფდება. მომწიფდება რეფერენდუმის შემდეგ, როდესაც 43%-ზე გაცილებით ნაკლებს აიღებს „ქართული ოცნება“. მისი ლეგიტიმაცია დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, გუშინაც იყო, 2 ოქტომბრის შემდეგ კი საერთოდ ჰაერში იქნება. მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, რადგან ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი გონიერია და იცის, რომ არჩევნები სიტუაციისა და კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.