გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ რამდენ ტყუილსაც იტყვის, იმდენ მკვახე შეურაცხმყოფელ პასუხს მიიღებს
თუთიყუშებივით ერთსა და იმავეს იმეორებენ, სიტუაცია არ იცვლება, ჩვენი მოთხოვნები იციან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ოპტიმიზმს, როგორც წესი, აქვს ორი საფუძველი – რაციონალური საფუძველი ან სიბრიყვე. მე ვფიქრობ, რომ თალაკვაძის შემთხვევაში ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე. თუთიყუშებივით ერთსა და იმავეს იმეორებენ, სიტუაცია არ იცვლება, ჩვენი მოთხოვნები მათ იციან და ჯობია, შეეგუოს ბატონი თალაკვაძე ერთ რამეს, რომ ვიდრე ოპოზიცია შევა მაგ პარლამენტში, მისი თავმჯდომარეობა უფრო მოკლე იქნება, ვიდრე ოპოზიციის იქ ყოფნა. ოპოზიცია ერთადერთ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუ რაციონალურ დროს დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ჩატარდება სრულმასშტაბიანი საარჩევნო რეფორმა. ამის გარეშე ეს არის უბრალოდ ჟურნალისტებისთვის სატყუარა, რომ ამ თემაზე ისაუბრონ. მე ვპირდები მას, რამდენ ტყუილს იტყვიან, მკვახე შეურაცხმყოფელ პასუხსაც მიიღებს. მე ვთვლი, რომ ისინი ამით შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ მოქალაქეებს, ამიტომ ვთვლი ჩემს მოვალეობად, რომ ხალხის შეურაცხყოფას მე მივაყენო შეურაცხყოფა, ამიტომ უნდა უციდეს ბატონმა კობზონმა და მეორე ფუფლომ, რომელსაც თუ უნდოდა ყოფილიყო ოპოზიცია, რატომ არ გადაიპარსა ის თმები? იმიტომ, რომ გაფუფლოვდა, ამიტომ რამდენი ასე იქნება, იმდენჯერ ასეთ პაუხს მიიღებს, რადგან ეს გათვლილია, რომ ამ თემაზე იბაქიბუქონ, ივანიშვილს აბარებენ ამით აჩოტს და პასუხსაც მოისმენს ივანიშვილი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.