გიგი უგულავა - დიახ, „ქართული ოცნება“ უდრის ყროლს და ეს უნდა შეირგონ
გიგი უგულავა - დიახ, „ქართული ოცნება“ უდრის ყროლს და ეს უნდა შეირგონ

რაც კანონით არის დასაშვები, ყველაფერი შეიძლება გამოიყენო ბრძოლისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს უგულავამ განუცხადა, იმ ადამიანების გულწრფელობას, რომლებიც ნივთიერების გამოყენების შემდეგ შეუძლოდ გახდნენ, მას შემდეგ დაიჯერებდა, თუ „მაკო გომურის ამოთხრილ თვალზე რომელიმე მათგანს პატარა ცრემლი მაინც წამოუვიდოდა“.

„არაუშავს, სუნი გაივლის, მაგრამ ის სტიგმა, რასაც ისინი იმსახურებენ, მათ მიიღეს საშვილიშვილოდ. დიახ, „ქართული ოცნება“ უდრის ყროლს და ეს მათ უნდა შეირგონ, რადგან დაიმსახურეს. ივანიშვილმა გუშინ მოახდინა სასამართლოს უზურპაცია. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტიდან გაძევებული და მანდატჩამორთმეული. ვნახეთ გამოგონილი საქმეები და მოგზავნილი „ტიტუშკები“, რომლებიც თურმე მსხვერპლნი არიან. ეს არის გაუსაძლისი რეალობა, რაც სიმბოლურ ენაზე გამოიხატება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყროლი გაუშვა. „ქართული ოცნება“ იმსახურებს და გუშინდელი დღის შემდეგ მისი დამახასიათებელი იქნება ცხოველის ნაკელის სუნი, ამიტომ ყველაფერი რაც კი მოხდება, არის დამნაშავე და იმსახურებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების სისტემა გუშინდელის შემდეგ ყროლით არის დაკომპლექტებული.