გიგი უგულავა პოლიციელებს - შეიძლება, მონა იყოს და ის გათავისუფლდეს, მაგრამ მონობაში გააგრესიულებული რომც გათავისუფლდეს, მაინც მონად დარჩება და ამიტომ უნდა გრცხვენოდეთ
გიგი უგულავა პოლიციელებს - შეიძლება, მონა იყოს და ის გათავისუფლდეს, მაგრამ მონობაში გააგრესიულებული რომც გათავისუფლდეს, მაინც მონად დარჩება და ამიტომ უნდა გრცხვენოდეთ

გუშინ ადამიანებმა გაიღვიძეს და გაახსენდათ ყველაზე საზიზღარი სიტყვა, რაც კი ჩვენს საზოგადოებას ჰქონდა, როდესაც ფორმიანი ადამიანის დანახვაზე იძახდა ერთ სიტყვას – “ძაღლობას”, აი ეს გააღვიძეთ თქვენ გუშინდელი თქვენი ქმედებით, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ სუს-ის შენობასთან პოლიციელებს.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, რაც გუშინ სუს-ის შენობასთან აქციის დროს მოხდა ეს არის უტიფრობის დემონსტრაცია.

„მეორე დღეა, ამ ქვეყანაში მიდის განსაკუთრებული, უტიფარი დემონსტრაცია ერთი რამის – ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ აქ და სხვა სამინისტროებთან, ეს იყო ჩვეულებრივი უტიფარი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ კანონი აღარ გვაინტერესებს. ეს იყო ჩვეულებრივი უტიფარი დემონსტრაცია, რომ კანონი ფეხზე ჰკიდია იმას, ვინც კანონს უნდა იცავდეს. ახლა მინდა, გკითხოთ თქვენ მეგობარო პოლიციელებო – აბა აწიეთ ხელი, ვინ იყავით აქ გუშინ?! პოლიციელებმა აწიეთ ხელი… გრცხვენიათ?! გრცხვენიათ, რომ დანაშაულს სჩადიოდით?! მაშინ მეგობრებო, თქვენ აწიეთ თქვენი მშვიდობიანი ხელები, რომ დაანახოთ ამათ, რა არის მშვიდობა და ვინც არის მოძალადე. გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ ყველა კანონმორჩილ ადამიანში გააღვიძა ის, რაც ჩვენ ყველას დაძინებული გვეგონა და გვეგონა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა. გუშინ ადამიანებმა გაიღვიძეს და გაახსენდათ ყველაზე საზიზღარი სიტყვა, რაც კი ჩვენს საზოგადოებას ჰქონდა, როდესაც ფორმიანი ადამიანის დანახვაზე იძახდა ერთ სიტყვა – „ძაღლობას“, აი ეს გააღვიძეთ თქვენ გუშინდელი თქვენი ქმედებით. ამიტომ, უნამუსოები ხართ, მონები კი არა, საზიზღრობა ჩაიდინეთ. ის, რაც გვეგონა, რომ იყო თითოეული ჩვენის, ჩვენი სახელმწიფოს მონაპოვარი, რომ არასდროს აღარავინ ფორმიან ადამიანს „ძაღლობას“ არ დაუძახებდა, გუშინ თქვენ თქვენი მუნდირი ფეხქვეშ გათელეთ. ის 50 ადამიანი კი არა, თქვენი მუნდირი გათელეთ ფეხქვეშ. ის ისევ დააბრუნეთ, რაც გვეგონა, რომ სამუდამოდ წარსულს ჩავაბარეთ. გრცხვენოდეთ ამიტომ. ხელის აწევასაც რომ ვერ ბედავთ, რომ თქვენ იყავით. თუ გეამაყებათ ის, რაც ჩაიდინეთ, აწიეთ მაშინ ხელი. სად არის ის მემანიშვილი, თუ სირაძე, რომელიც ამაყობდა გუშინ. ან კუპატაძეს როგორ უჯერებთ. არც სიტყვის მნიშვნელობა არ იცის და პირდაპირ თქვა პოლიციის დეგრადირებაო, წამოცდა კაცს ის, რაც დღეს თქვენს თავს ხდება. როგორ არ გრცხვენიათ. ერთი კაცის მონობაზეც აღარაა ლაპარაკი. მონა შეიძლება მონა იყოს და ის განთავისუფლდეს, მაგრამ მონობაში გააგრესიულებული, რომც განთავისუფლდეს, მაინც მონად დარჩება და ამიტომ უნდა გრცხვენოდეთ, იმას უნდა რცხვენოდრს აგერ, ამ ადამიანების უკან რომ იმალები. პოლიციის უკან რომ იმალები, უფროსად რომ დაგდეს და გგონია, რომ რამეს წარმოადგენ. სინამდვილეში შენისთანები შარშანდელი თოვლივით გაქრებიან, აღარავის აღარ ემახსოვრები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.