გიგი უგულავა და პარლამენტთან მიმდინარე აქციის სხვა ორგანიზატორები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშითა და შეშით დატვირთული მანქანის შეშვებას ითხოვენ
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და აქციის სხვა ორგანიზატორები ითხოვენ, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუშვას მანქანა, რომელიც დატვირთულია ქვიშითა და შეშით.
სამართალდამცველებმა მანქანა ზუბალაშვილების ქუჩაზე შემოწმების მიზნით გააჩერეს.
„მანქანაში არის შეშა და ქვიშა, ასაფეთქებელი არაფერია საერთოდ. არის, ასევე, საჭმელი, რაც ღამე გასათევად სჭირდება კაცს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას განმარტებით, გაუგებარია, რა საფრთხეს ხედავს ქვიშის შეტანაში პოლიცია.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ მანქანის შეშვებაზე უარი განაცხადა, აქციის მონაწილეებმა ტომრების ხელით გადატანა დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან ასევე ზაალ უდუმაშვილი და გიგა ბოკერია.