გიგი უგულავა - „ოცნების“ ყველა დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი, ყველგან, სადაც წავლენ
საქართველოში ჩატარდება პროპორციული საპარლამენტო არჩევნები ან საერთოდ არ ჩატარდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
„რთულია ვითარება, მაგრამ რთულად არ უნდა მოვყვე. ივანიშვილმა გადააგდო ხალხი, ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი. არჩევნები გაუქმებულია, აღარ არსებობს. ამ ქვეყანაში ან ჩატარდება პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, ან საერთოდ არ ჩატარდება. როგორ? ნახავს. „ოცნების“ ყველა დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი, ყველგან, სადაც წავლენ, დასასვენებლად წავლენ, იქ მიწვდებიან, იქ შეაფურთხებენ სახეში. ყველაზე კონკრეტული გეგმა არის ფურთხი სახეში. შეგხვდებათ კოლექტიური ბერაია? ფურთხი მაგათ, რადგან დღევანდელი „ქართული ოცნება“ არის ფურთხის ღირსი, მეტი გამოსავალი არ არის. არჩევნები გაუქმებულია, მორჩა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, პარტიები შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას დასახავენ.
„პირდაპირ თქვეს, ყველა სხვანაირ არჩევნებში ოპოზიცია მოიგებს და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთო. მერე რა იქნება, გამოჩნდება მერე, ყველა პარტია ვიკრიბებით, სამოქმედო გეგმას დავსახავთ, მაგრამ ძირითადი პრინციპი რაც არის, ამ ქვეყანაში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ან პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, ან ივანიშვილი გაიზიარებს მორალესის ბედს, ან გაიზიარებს კადაფის ბედს. ამ ორიდან უნდა აირჩიოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.