გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართავს - სახეს გაუფრთხილდით
ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართავს, სახეს გაუფრთხილდნენ.
უგულავა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის პლაკატების გადაკვრის დამადასტურებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
„კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით, თუ ქოცებს ვერ უბედავთ?!, იქნებ „შეკრულები“ ხართ? პ.ს. პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო. ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ. ხოდა სახეს გაუფრთხილდით“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
კოლეგებო ენმ-დან ადგილი არ გყოფნით, თუ ქოცებს ვერ უბედავთ?!, იქნებ "შეკრულები" ხართ? პ.ს. პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო. ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ. ხოდა სახეს გაუფრთხილდით😡🤢
Posted by Gigi Ugulava on ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2020