გიგი უგულავა - მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს და მოვიგებთ
გიგი უგულავა - მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს და მოვიგებთ

მოვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს და თავისუფალი არჩევნებით მოვიგებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტიების აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირას პოლიტიკური ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

„რაც გუშინ გააკეთეს, ამას აკეთებდა ასლან აბაშიძე, ამას შევარდნაძეც არ აკეთებდა. ეს აღარ არის არავითარი ოცნება. ივანიშვილის საქართველო არის იუმორინა საქართველო, ეს არის ნამდვილი საქართველო, ვარდების რევოლუციის პირმშო საქართველო. „ქართული ოცნება“ ყველა წითელ ხაზს გადავიდა, ამიტომ სლოგანი – ერთად ერთის წინააღმდეგ აქტუალურია, როგორც არასდროს. მოვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს, მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს და თავისუფალი არჩევნებით მოვიგებთ. ერთი კვირის თავზე, სამ საათზე ჩვენ, პოლიტიკური ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას. ჩვენ უნდა ვანახოთ ძალა, რადგან თაღლითს მხოლოდ ძალა ესმის. ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.