მიხეილ სააკაშვილს შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც უგულავა აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ შეწყვეტს.
„შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს“, – განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამოსახატავად, პოლიტიკოსებმა შიმშილობა დაიწყონ.
„შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა”, – განაცხადა უგულავამ.