გიგი უგულავა - მანდატების დატოვებას დიალოგთან კავშირი არ აქვს, მით უმეტეს, როცა მოლაპარაკებები ელჩების საშუალებით მიმდინარეობს, იქნება მეხუთე რაუნდი, მივალთ
გიგი უგულავა - მანდატების დატოვებას დიალოგთან კავშირი არ აქვს, მით უმეტეს, როცა მოლაპარაკებები ელჩების საშუალებით მიმდინარეობს, იქნება მეხუთე რაუნდი, მივალთ

მანდატების დატოვებას დიალოგთან კავშირი არ აქვს, მით უმეტეს, როცა მოლაპარაკებები ელჩების საშუალებით მიმდინარეობს, იქნება მეხუთე რაუნდი, მივალთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების შემდეგ მანდატებს დატოვებდა, ჩვენ გამოვაცხადეთ პირველ ნოემბერს და თუ ხელისუფლებას არ სჯეროდა და ბლეფი ეგონა, მხოლოდ მისი პრობლემაა.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, თავიდანვე, პირველი რაუნდიდანვე ვთქვით, რომ მანდატების დატოვებას ლაპარაკთან და დიალოგთან არაფერი კავშირი არ აქვს, მით უმეტეს როცა ეს ელჩების საშუალებით მიმდინარეობს. ამიტომ იქნება მეხუთე რაუნდი, მივალთ, არ ჩაინიშნება, შესაბამისად არ მივალთ“,-განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე წინადადებით „ქართული ოცნება“ უნდა მოვიდეს.

„ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის პოზიცია ცნობილია და როგორც გითხარით, ეს გაჟღერდა პირველ ნოემბერს, როდესაც გამოჩნდა, გამოვლინდა არნახული ფაქტი და არნახული მასშტაბი გაყალბების, რომ არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის არჩევანს. შესაბამისად, ამცდარი იყო აქედან. წინადადებით უნდა მოვიდეს „ქართული ოცნება“. ჩვენ ჩვენი ნაბიჯები, სტრატეგია გვაქვს და ამ სტრატეგიას მივყვებით გეგმაზომიერად.

თქვენ ხედავთ, რომ არც ერთი ნაბიჯი გვერდზე არ გადახრილა, ეს არის სწორი სტრატეგია, რადგან ეფუძნება უამრავი ამომრჩევლის ნებას. მათი ნება გაყალბდა და შესაბამისად, მათი დაკვეთაა სწორედ, რომ სიყალბეში არ მიიღოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ მონაწილეობა. თუ აქვს „ქართულ ოცნებას“ რაიმე იდეა და სურვილი, ფასილიტატორების საშუალებით შეგვიძლია, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.