გიგი უგულავა - „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ უფრო ახლოს გვაქვს შეხედულებები
„ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც ცალკეა და მის გარშემო ისედაც ბევრი პარტიაა, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ კითხვას, შესაძლოა, „ლელომ“, „გირჩმა“, „სატრატეგია აღმაშენებლმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცალკე გაერთიანება შექმნან.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის დიალოგის რეჟიმში.
„ეს დიალოგი არ დაწყებულა არჩევნების შემდეგ. ეს დიალოგი დაწყებულია მანამდე. გვახსოვს, რომ „გირჩთან“ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე მივაღწიეთ თანხმობას, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, ეკონომიკის რეფორმა, მთელი რიგი სოციალური საკითხების რეფორმა, ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ოთხ პარტიას უფრო ახლოს გვაქვს შეხედულებები. ბუნებრივია, როცა იქნება შედეგი არჩევნები, ამაზე უფრო მოგვიანებით შეიძლება საუბარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.