გიგი უგულავა - ხვალინდელი მეორე ტური არის ფიქცია და ყველაზე სწორი რეაქცია ამაზე არის მხოლოდ და მხოლოდ იგნორი 
გიგი უგულავა - ხვალინდელი მეორე ტური არის ფიქცია და ყველაზე სწორი რეაქცია ამაზე არის მხოლოდ და მხოლოდ იგნორი 

საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არქმევს არჩევნების მეორე ტურს, ეს არის სრული იგნორი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ხვალინდელი დღე არის ფიქცია და ყველაზე სწორი რეაქცია ამაზე არის მხოლოდ და მხოლოდ იგნორი.

„ჩვენ არ გვინდა არანაირად შევიდეთ რაიმე ტიპის კოლიზიაცში ამომრჩეველთან, მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა ამომრჩეველი, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს მეორე ტური არის თავიდან ბოლომდე ფიქცია, რათა გაიპრავოს 31 ოქტომბერს ჩადენილი ძალადობა და გაყალბება, ამიტომ საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრის არის იგნორი. საერთო ოპოზიციონერული სპექტრის გადაწყვეტილება იგნორირებაა, პარტიებს შესაძლებელია, ჰქონდეთ სხვადასხვა აქტივობები, ინდივიდუალური, მაგრამ საერთო გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არის ამ სიყალბის სრული იგნორირება. ჩვენი მოწოდება ხალხის მიმართ ძალაში რჩება, ჩვენ მივმართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობის ადამიანს, ყველას ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტური გაყალბების გაგრძელებაა, არ მიიღოთ მონაწილეობა და გავუკეთოთ სრული იგნორირება ხვალინდელ დაგეგმილ ფარს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, 30 წელიწადია, საქართველო ტრიალებს ერთ სპირალზე, ყალბდება არჩევნები და პოლიტიკური ოპოზიცია შედიოდა უკეთესის იმედით, რომლის დაპირებასაც ხელისუფლებები იძლეოდნენ და პარტნიორებიც მოუწოდებდნენ, მაგრამ ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, არც ერთი არჩევნები არ ყოფილა უკეთესი.

„2018 წელს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან დაპირება, რომ გამოსწორდებოდა სიტუაცია და 2018 წლის მეორე ტურზე გაცილებით უარესი სამარცხვინო არჩევნები მივიღეთ, იმის გამო, რომ არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ არ იყოს სტიგმატიზებული გაყალბებით, ამიტომაც პოლიტიკური ოპოზიცია არ აპირებს ამ სიყალბეში მონაწილეობას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.