გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ პოლიტპატიმარი შექმნა სააკაშვილის სახით, რომელიც დევნილი იყო
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტპატიმარი შექმნა სააკაშვილის სახით, რომელიც დევნილი იყო.
„ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი ჩემთვის იყო ის ბრიფინგი, რომელზეც ღარიბაშვილი გამოვიდა და მიულოცა ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა და ოპონენტის დაკავება. დაკავება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ხშირად უნდა ვუთხრათ ადამიანებს, დევნა ცუდია. მე არ ვარ სააკაშვილის გუნდის წევრი, კარგა ხანია. პოლიტიკური დევნა არის, როცა მთავრობა კანონის უზენაესობის დამკვიდრებას კი არ ცდილობს, არამედ, როცა უპირისპირდება იმას, ვინც მიაჩნია პოლიტიკურ სამიზნედ. ამიტომ არის სააკაშვილი პოლიტპატიმარი. ვინც ამაშიც არ მეთანხმება, იმათთვისაც კი, ის რომ პრემიერ-მინისტრი ოპონენტის დაჭერას ულოცავს მამამარჩენალს, არის კატასტროფა“, – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიამ კომენტარი გააკეთა მიხელ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაზე.
„პრეზიდენტის შეფასება საერთოდ უინტერესო საკითხია, რადგან მას არაფერი ძალაუფლება აქვს. არის დეკორაცია ივანიშვილის რეჟიმის“, – განაცხადა ბოკერიამ.