გიგი უგულავა - ივანიშვილის დღევანდელი განცხადება უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა
„ევროპულო საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აცხადებს, რომ მან ქვეყანა მძიმე ეკონომიკური გამოწვევრბის წინაშე მიატოვა და კრიზისზე პასუხსიმგებლობა მოიხსნა.
გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლით, იმ ამომრჩეველს უღალატა, რომლებმაც 31 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა.
ამასთან, როგორც უგულავამ განაცხადა, პარტიიდან წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი პროკურორებისა და მოსამართლეების მეშვეობით ძალაუფლებას მაინც შეინარჩუნებს.
„თავისთავად ცხადია, რომ ვიდრე მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი ხვდება ქვეყანას. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა ფაქტობრივად, შენზეა და შენ მიერ მოყვანილ ადამიანებზე.
სისუსტის გამოვლენაა, როდესაც ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის, ფეისბუქპოსტისთ გაქცევა. მინდა, ვუთხრა ამომრჩევლებს, თქვენ, ვინც 31 ოქტომბერს 41 ნომერი შემოხაზეთ, 41 არ შემოგიხაზავთ კობახიძის თუ ელისო ბოლქვაძის გამო, თქვენ 41 შემოხაზეთ ივანიშვილის გამო. შესაბამისად, ამ პარლამენტს, რომელსაც ისედაც ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს, ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ ასჯერ მწვავედ დგება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. გიღალატათ ივანიშვილმა. ზურგი გაქციათ ივანიშვილმა, დაგტოვათ აი, ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი გაუკეთებია. ივანიშვილმა მოგატყუათ. დღეს, როგორც არასდროს, აითესა, წავიდა, გაიქცა. ფაქტი არის ერთი- რიგგარეშე არჩევნებს მივუახლოვდით. თუ ვინმემ მიეცით ხმა „ქართულ ოცნებას“, ისიც კი გარბის. ამიტომ, დავსხდეთ და დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.