გიგი უგულავა - ჰესი, რომელსაც მთელი იქ მაცხოვრებელი ადამიანების უდიდესი უმრავლესობა მხარს არ უჭერს, ვერ აშენდება
ჩემი აზრით, ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, „ნამახვანჰესი“ არ აშენდება. სამწუხაროდ, საქართველოს ამის დიდი გამოცდილება აქვს, რომ შეიძლება ერთის მხრივ მისასალმებელი პროექტი, ხელისუფლების არასწორი მართვის, სიხარბის, სიწუწკის, გაუმჭვირვალობის, კორუფციისკენ მიდრეკილობის გამო აღარ გაკეთდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ დიალოგის გზით.
„ეს არაა პატარა ქოხი, ჰესი, რომელსაც მთელი იქ მაცხოვრებელი ადამიანების უდიდესი უმრავლესობა მხარს არ უჭერს, ვერ გაკეთდება. ჩემთვის მთავარი ერთი საკითხია, არის კერძო მესაკუთრე, რომლის უფლებები აბსოლუტურია. მთავარი ის კი არ არის ხელისუფლებასთან და პოლიციასთან ირბინოს ამ კომპანიამ, ამ ხალხს, მათ შორის თუ კომპენსაციაა, მეტ კომპენსაციას შეჰპირდეს. ეს ადამიანები საუკუნეებია იქ ცხოვრობენ და უწევთ აყრა. ამიტომ არა სპეცრაზმის, არა წყლის ჭავლის ენით, არამედ ადამიანური ენით ორი მხარე უნდა შეთანხმდეს, მათ შორის თანხებთან დაკავშირებით, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. იქ ჩემთვის მთავარი კერძო საკუთრებაა და არა ის გაუგებარი ლოზუნგები, რომელსაც ხელისუფლება ან ის კომპანია ამბობს“, – განაცხადა უგულავამ.