გიგი უგულავა - გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ხელი მოეწერება საერთო დეკლარაციას, ასევე დოკუმენტებს სიის ჩახსნისა და დეპუტატების უფლებამოსილების მოხსნის შესახებ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია ცალკე გამართავს ღონისძიებას სხვა ადგილას.
მისივე განმარტებით, ამ ღონისძიებაზე ხელი მოეწერება სამ დოკუმენტს.
„გაყალბებული პარლამენტის შეკრების უფლებამოსილების დღეს ვაპირებთ ცალკე ღონისძიებას, სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. ხელი მოეწერება დიდ საერთო დეკლარაციას: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს ადმინისტრაციის ხელახალი დაკომპლექტება. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა. მეორე დოკუმენტს ხელს ის პარტიები მოაწერენ, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით გადალახეს ბარიერი, სიის ჩახსნის მოთხოვნით. მესამე არის მთავარი დოკუმენტი, სადაც ყველა გასული დეპუტატი მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენტში და მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. გაიმართება მაშინ, როცა საქართველოს პრეზოდენტი დანიშნავს პარლამენტის შეკრების დღეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.