გიგი უგულავა - „ევროპული საქართველო“ გეგმავს, რომ შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ბრძოლა გაუმართოს
გიგი უგულავა - „ევროპული საქართველო“ გეგმავს, რომ შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ბრძოლა გაუმართოს

„ევროპული საქართველო“ გეგმავს, შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ბრძოლა გაუმართოს და ამისთვის კოორდინაციაში გვინდა ვიყოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც წარმოდგენილია ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა გიგი უგულავამ.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მაისში რამდენიმე ოლქში შუალედური არჩევნებია და კოორდინაცია მნიშვნელოვანია.

„ოპოზიციური რესურსი ლიმიტირებულია, ხელისუფლება დიდი ფულით თამაშობს. ოპოზიციას სახსრები არ აქვს, მაგრამ მომხრეები ჰყავს. მათ მხარესაა სიმართლე, რადგან მორალურად „ქართული ოცნება“ დეგრადირებულია. ეს უფრო კონსულტაციები იყო, ძირითად ოლქებში შეთანხმებას მივაღწიეთ. კონსულტაციები გვაქვს, უნდა გვქონდეს, რათა ოპტიმალური შედეგი მივიღოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან უმცირესობის სტატუსზე საუბარი არ ყოფილა, საპარლამენტო ცხოვრებას არ შევხებივართ. მთავარია, უმრავლესობის რღვევა. ამაზე კონსულტაციებს არ ვაწარმოებთ, რადგან მთავარ საკითხად არ მიგვაჩნია. „ევროპული საქართველო“ წარმოდგენილია სამი ფრაქციით, ამომრჩეველსა და ხელისუფლებას თავის სათქმელს ეტყვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.