გიგი უგულავა - ელენე ხოშტარიას წარმატებებს ვუსურვებ, დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია, ადამიანს უნდა, მარტო იბრძოლოს, ამის უფლება აქვს
გიგი უგულავა - ელენე ხოშტარიას წარმატებებს ვუსურვებ, დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია, ადამიანს უნდა, მარტო იბრძოლოს, ამის უფლება აქვს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარტიაში დაპირისპირება არ ყოფილა. უგულავას თქმით, ელენე ხოშტარიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, მარტო გააგრძელოს ბრძოლა.

გიგი უგულავას განცხადებით, მას წარმატებებს უსურვებს.

„ელენე ხოშტარიას მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ, მისი გადაწყვეტილება იყო ეს. დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია, უბრალოდ, ახლა გადავწყვიტეთ ერთდროულად, რომ ეს დრო შეგვერჩია. დაპირისპირება არ ყოფილა. ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო, ამის უფლება აქვს. მეტი არაფერი მომხდარა, მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ იმიტომ, რომ მას გათავისებული აქვს ივანიშვილის მმართველობის საფრთხეები, ელენე ერთ-ერთი წინახაზის მებრძოლია და ასეთად დარჩება“, – განაცხადა უგულავამ.

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს.