გიგი უგულავა - დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს, კუთვნილი ხელფასი გადასცეს სამოქალაქო აქტივისტებს, დღეს თბილისსა და ბათუმშია წინააღმდეგობის ცენტრები, თქვენი დახმარებით ეს ცეცხლი სხვა ქალაქებსაც მოედება
გიგი უგულავა - დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს, კუთვნილი ხელფასი გადასცეს სამოქალაქო აქტივისტებს, დღეს თბილისსა და ბათუმშია წინააღმდეგობის ცენტრები, თქვენი დახმარებით ეს ცეცხლი სხვა ქალაქებსაც მოედება

დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს, კუთვნილი ხელფასი გადასცეს სამოქალაქო აქტივისტებს, რომ ეს თანხა ისევ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას მოხმარდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ წერს.

უგულავას თქმით, რაც უფრო გაიწელება ოპოზიციის განცხადებების არდაკმაყოფილება, მით მეტი თანხა გამოიყენება ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ნამდვილად, ჩემო ირაკლი. დეპუტატების ნაწილი ნამდვილად აპირებს, კუთვნილი ხელფასი გადასცეს სამოქალაქო აქტივისტებს, რომ ეს თანხა ისევ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას მოხმარდეს. ასე რომ რაც უფრო დიდად გაწელავთ ოპოზიციის განცხადებების არდაკმაყოფილებას, მით მეტი თანხა გამოიყენება თქვეთან საბრძოლველად. დღეს თბილისსა და ბათუმშია წინააღმდეგობის ცენტრები, მალე, თქვენი დახმარებით, ბატონო ირაკლი, ეს ცეცხლი სხვა ქალაქებსაც მოედება“, – წერს გიიგ უგულავა.

შეგახსენებთ, საპარლამეტნო უმრვალესობის ლდიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტს მიმართა ზოგიერთმა იმ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა არ სურს.