გიგი უგულავა - ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად
გიგი უგულავა - ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად

ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პუშკინის სკვერში, ანტისაოკუპაციო აქციაზე განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, დღეს ქვეყანაში ხელისუფლების სახით არის მეხუთე კოლონა.

„საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის თამადობით, სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც აქამდე აფიქსირებდნენ ღია პრორუსულ იდეებს, პირდაპირ ჩადგნენ უნისონში რუსეთის მთავრობასთან, კრემლის პრესსპიკერთან ერთად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ პუტინის დაცვაში. ის, რასაც ჩვენ წუხელ ღამიდან ვხედავთ, არის აბსოლუტური ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა, მეტიც ჩვენი ხელისუფლება არის ამ მეხუთე კოლონის იდეური ხელმძღვანელი და ხელისუფლება გაფორმდა როგორც მეხუთე კოლონა და ეს არის საგანგაშო.

წინ არის თავისუფლება, ევროპისკენ გზა და იქეთ დგანან ადამიანები, რომლებიც უკვე ღიად ურცხვად გველაპარაკებიან რუსული ტექსტებით, პუტინის ტექსტებით და მიგვიხმობენ დედა რუსეთისკენ. ეს მეგობრებო არ მოხდება. საზოგადოებამ კარგად იცი აქ არის შეკრებილი ადამიანები, რომლებიც შეკრებილნი არიან განწყობილი მშვიდობისკენ. ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ეს არის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებულ გასაცოდავებულ ადამიანებს. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, – განაცხადა უგულავამ.