გიგი უგულავა - ჩვენ არ და ვერ ვიქნებით იმ აქციის ორგანიზატორები, რომლის შესახებაც მედიით შევიტყვეთ
ჩვენ არ და ვერ ვიქნებით იმ აქციის ორგანიზატორები, რომლის შესახებაც მედიის საშუალებით შევიტყვეთ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გრძნობს დაკვეთას, რომ იყოს უფრო აქტიური და მოძებნოს ბრძოლის სხვადასხვა, მათ შორის, ინოვაციური, კრეატიული და ახალი საშუალებები.
„ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო პლატფორმა უნდა შევქმნათ და უნდა გვქონდეს კოორდინაცია, რათა გვერდზე გადავდოთ საკითხები, რაც განგვასხვავებს. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც არის ერთადერთი დ მთავარი გამოსავალი, ეს არის ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის. საერთაშორისო ასპარეზზე, ქუჩაში, ბაზრობებზე, ყველგან, სადაც უთო ჩაირთვება უნდა ისმოდეს პროპორციული არჩევნები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.