გიგი უგულავა - ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე, გინდა რიგგარეშე არჩევნები იყოს, გინდა პლებისციტი და გინდა მარსზე გაფრენა, არ განიხილება
პლებისციტი არის მექანიზმი ვკითხოთ ხალხს, ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე, გინდა რიგგარეშე არჩევნები იყოს, გინდა პლებისციტი და გინდა მარსზე გაფრენა, არ განიხილება.
„პოლიტპატიმრების გარეშე პაკეტი ასევე არ განიხილება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ის არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა. პლებისციტი მხოლოდ შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა, თუმცა იგივე ცესკო-თი არც რიგგარეშეს მივიღებთ და არც მარსზე გაფრენას. ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ პლებისციტი იქნება, თუ რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდა სამართლიანად“, – განაცხადა გიგი უგულავამ.