გიგი უგულავა - არანაირი თანამდებობრივი ამბიციები პოსტბიძინურ ეპოქაში არ გამაჩნია, ამ საკითხებს არ განვიხილავ
გიგი უგულავა - არანაირი თანამდებობრივი ამბიციები პოსტბიძინურ ეპოქაში არ გამაჩნია, ამ საკითხებს არ განვიხილავ

არანაირი თანამდებობრივი ამბიციები და მიზნები პოსტბიძინურ ეპოქაში არ გამაჩნია. მე ვარ და ვრჩები „ევროპულ საქართველოში“ და იმედი მაქვს, რომ გიგაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც პარტიას განახლების შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„არანაირ სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ და არანაირი თანამდებობრივი ამბიცია არ გამაჩნია პოსტბიძინურ ეპოქაში. შესაბამისად, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა გულუხვი წინადადებებისთვის, მაგრამ მე ამ საკითხებს არ განვიხილავ“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს. როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე, გენერალური მდივნის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. მათგან განსხვავებით, გიგა ბოკერიას პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.