გიგი უგულავა - არ დავიშლებით, ვიდრე არ გადადგებიან კობახიძე, გახარია, გომელაური და არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე არ გადადგებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური.
უგულავა რიგგარეშე პროპორციულ არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
„საქართველოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, რომ არ მოგვპარონ არჩევნები, ამიტომ უნდა გადადგეს სამი პატიოსანი გვამი – კობახიძე, გახარია, გომელაური. თუ არადა, მერე ინანებს ის, ვინც ინანებს ბოლოს.
დაშლას არ ვაპირებთ, ან მივაღწევთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს, ან ნუ გამოცდი, ივანიშვილო, ჩვენ მოთმინებას, არ გაპატიებთ, რომ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოგვაცხადე. არც ერთი პოლიციელი ჩვენ წინააღმდეგობას არ გაგვიწევს. კარგად დაიმახსოვრე ეს, გახარია“,- განაცხადა გიგი უგულავამ.