გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.
გიგი უგულავას განცხადებით, მათ შორის არიან რუსთავის, გარდაბნისა და წალკის რაიონული ორგანიზაციების წევრები.
მისივე თქმით, პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გახდა.
„ეს ადამიანები თავის დროზე ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულები იყვნენ, თუმცა საერთო გვქონდა ერთი – უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლა. ამ ხალხმა თავის დროზე დააფუძნა „ქართული ოცნება“, იყვნენ საკრებულოს წევრები, აგიტატორები, კოორდინატორები და ბოლო პერიოდში ებრძოდნენ კორუფციასა და ნეპოტიზმს“, – განაცხდა გიგი უგულავამ.