გიგი უგულავა - 17 და 18 ნოემბერს იგეგმება განსხვავებული ფორმატის აქცია, ეს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა პომპეოსი
გიგი უგულავა - 17 და 18 ნოემბერს იგეგმება განსხვავებული ფორმატის აქცია, ეს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა პომპეოსი

17 და 18 ნოემბერს ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას, რომელიც იქნება მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ და ამავე დროს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, 17 და 18 ნოემბერს დაგეგმილი აქციების ფორმატი განსხვავებული იქნება, იქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ისეთი ლოკაციები შეირჩევა, რომ არანაირად შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან.

„იქნება დაკრული სტიკერები, აბსოლუტურად დავიცავთ სოციალური დისტანციას, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. ჩვენ, ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება,  იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და მივესალმებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას. ეს აქცია არავის შეხვედრის მოთხოვნასთან, არაფერთან არ არის დაკავშირებული, ეს კავშირშია მხოლოდ ერთ რამესთან – გაყალბებასთან, არანაირი სხვა დატვირთვა ამ აქციას არ აქვს. მოგეხსენებათ, რომ პომპეოს ტურნეს აშუქებს მთელი მსოფლიო და შესაბამისად, მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა გიგი უგლავამ.