გიგი უგულავა - 15 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგან უამრავ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, პროტესტი და ბრაზი გამოხატოს
15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგან ეს უამრავი ადამიანისთვის იქნება შესაძლებლობა, თავისი პროტესტი და ბრაზი გამოხატოს, – ამის შესაებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის მზადებას განაგრძობს.
„მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა თემაზე ვაკვირდებით პროტესტს, იმედგაცრუებულ და გაბრაზებულ ადამიანებს, რომელთაც შედეგი არ აქვთ, რადგან ხელისუფლება მხოლოდ სპეცრაზმის საშუალებით ელაპარაკება, იჭერენ აქტივისტებს, გუმათჰესში და სხვადასხვა სოფლებში, თავის მიწა-წყალზე არ უშვებენ ადამიანებს. შეუძლებელია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, კახეთი იქნება ეს თუ სხვა რეგიონი, პირველ რიგში ჩვენს ამომრჩევლებს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს უკან მიდის, ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ჰყვაოდეს. პირველ რიგში, ჩვენ იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს, რადგან აქციაზე სწორედ ასეთი ადამიანები დადიან. ვემზადებით 15 მაისისთვის, როგორც შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, მოვიდეს და თავისი ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს. ამისთვის აუცილებელია, შევიკრიბოთ და გავუშვათ, იმიტომ რომ ვხედავთ, ქვეყნის განვითარებას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც სეკატორით ჭრის განვითარების შესაძლებლობას.
„ქართული ოცნების“ პირობებში ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. მათ ერთი ბეწოს დათმობაც ჰგონიათ, რომ ხელისუფლების დათმობას ნიშნავს, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან ასე გაჯიუტებული ხელისუფლება შესაძლოა საბოლოოდ ჩამოინგრეს და ქვეყანა აზარალოს. გამიჭირდება პროგნოზის თქმა, ვიცი, რომ ვინც ჩამოდიან საქართველოს პარტნიორები, მათ უნდათ დემოკრატია და არ სურთ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, ოლიგარქია, მათ სურთ მოქმედი ფუნქციური დემოკრატია და ესაა დემოკრატია, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება“, – განაცხადა უგულავამ.