გიგი გიგიაძე - ამერიკისთვის ძალიან იაფი ჯდება მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხება უკრაინის მეშვეობით
გიგი გიგიაძე - ამერიკისთვის ძალიან იაფი ჯდება მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხება უკრაინის მეშვეობით

ამერიკისთვის ძალიან იაფი ჯდება მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხება უკრაინის მეშვეობით – ამის შესახებ ტვ „ფორმულას“ ეთერში ექსპერტმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი ჯერ არ ხარჯავს იმდენ თანხას, რომ ეს იყოს შემაწუხებელი.

„ამერიკელების დახმარება, რაც გაუწიეს, ეს არის ძალიან მცირე რაოდენობის, 5.6% არის თავდაცვის ბიუჯეტის, 715 მილიარდიდან დაახლოებით 40-48 მილიარდია გამოყოფილი უკრაინისთვის. ამ გადმოსახედიდან ამერიკისთვის ძალიან იაფი ჯდება მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხება უკრაინის მეშვეობით, დასავლეთი ჯერ არ ხარჯავს იმდენ თანხას, რომ ეს იყოს შემაწუხებელი. მთავარი და გადამწყვეტი იქნება უკრაინის პოზიცია, რადგან უკრაინელებმა უნდა თქვან ბოლო სიტყვა, რადგან დღეს ისინი იბრძვიან, გერმანიის მაგივრადაც, ფრანგების მაგივრადაც და ამერიკელების მაგივრადაც. მთელი ცივილიზებული სამყაროს მაგივრად იბრძვის უკრაინა. უკრაინას ვერავინ ვერ აიძულებს, რომ მათ ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე წავიდნენ ისეთ დათმობებზე, რომელიც მათ ისევ დატოვებს გაურკვეველ მდგომარეობაში“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.