ევროპის ლიგისთვის „სამტრედიას“ ახალი მოთამაშეების დამატება სურდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი მოთამაშე, რომლის გადაბირებაზეც სამტრედიელები ფიქრობდნენ, მერაბ გიგაური იყო.
საბოლოოდ, ფეხბურთელი „ტორპედოში“ დარჩა და არსად წასვლას აპირებს – ამის შესახებ გიგაურმა პირველ არხთან განაცხადა.
„შესაძლოა, ასეთი სურვილი არსებობდა. მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან პირადად არავისთან მოლაპარაკება არ მქონია. რამდენიმე წელია, რაც „ტორპედოში“ ვთამაშობ, გუნდს კარგად შევეწყვე და წასვლაზე არც მიფიქრია. თანაც, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვთამაშობთ“, – ამბობს გიგაური.
„სამტრედიამ“ ევროპის ლიგამდე „ტორპედოს“ 4 მოთამაშე დაიმატა – მცველი გიორგი გურული, ნახევარმცველები ოლეგ მამასახლისი და ჯაბა ლიპარტია და თავდამსხმელი ლაშა კუჭუხიძე.