გიგა შუშანია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
გიგა შუშანია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან დაკავშირებით გიგა შუშანიამ დღეს მედიასთან განცხადება გააკეთა.

შუშანია განცხადებით, ის ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას დღესვე მიმართავს.

მისი თქმით, ქუთაისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, არჩევნები გაყალბდა.

მას და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 8000-ზე მეტი ხმა მოპარეს.

„მოუწოდებთ მოქალაქეებს, მონაწილეობა არ მიიღონ მეორე ტურში და ბოიკოტი გამოუცხადონ ამ ყალბ არჩევნებს“, – განაცხადა შუშანიამ.